კალციუმი (CA)

  • ტიპი: სერიული ანალიზი.
  • პასუხი: რამოდენიმე დღე.
  • ანალიზი სრულდება: Siemens
  • ფასი: 8 ლარი.

კალციუმის იონები გავლენას ახდენს გულისა და ჩონჩხის კუნთების შეკუმშვაზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის და სისხლის შედედების სისტემის ფუნქციონირებასა და ძვლების მინერალიზაციაში. პლაზმის კალციუმი შეკავშირებულია ცილებთან (40%), შედის არაორგანული კომპლექსების შემადგენლობაში (10%) და 50% შეადგენს თავისუფალ (იონიზირებულ) კალციუმს. ტესტი გამოიყენება ჰიპერ- და ჰიპოკალციემიის მონიტორინგისთვის. კალციუმის კონცენტრაცია იცვლება ასაკთან ერთად, განსაკუთრებით მაღალია ნეონატალურ პერიოდში. კალციუმის საერთო კონცენტრაცია შრატში დამოკიდებულია ცილის კონცენტრაციაზე. მისი დონის ცრუ მომატება შრატში შეიძლება განპირობებული იყოს ვენოზური სტაზით სისხლის აღებისას და სისიხლის ხანგრძლივი შენახვით.

კალციუმი (CA) - ნორმა:

  • 0-1 წელი: 2.0-3.25 mmol/l;
  • 2-11 წელი: 2.5-3.0 mmol/l;
  • 12 < წელი: 2.1-2.6 mmol/l.

მასალა გამოკვლევისათვის: სისხლის შრატი 1მლ.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ.

ინტერპრეტაცია - კალციუმი (CA):

  • პირველადი და მეორადი ჰიპერპარათირეოზი;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • ჭეშმარიტი პოლიციტემია;
  • ფეოქრომოციტომა (შეთავსებული პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერპლაზიასთან);
  • სარკოიდოზი;
  • D ვიტამინით ინტოქსიკაცია;
  • პეჯეტის დაავადება;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • აკრომეგალია;
  • მწვავე მილაკოვანი ნეკროზის დიურეტული ფაზა;
  • დეჰიდრატაცია;
  • ოჯახური ჰიპოკალციურიული ჰიპერკალციემია;
  • იატროგენული ჰიპერკალციემია;
  • ჰიპოპარათირეოზი;
  • ფსევდოჰიპოპარათირეოზი;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ჰიპოალბუმინემია;
  • მაგნიუმისა და ვიტამინ D დეფიციტი;
  • ნტიკონვულსიური პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა;
  • მწვავე პანკრეატიტი;
  • ჰიპერფოსფატემია;
  • მასიური ჰემოტრანსფუზიები;
  • ჰიპოფიზის წინა წილის ჰიპოფუნქცია;
  • ოსტეომალაცია პროგრესირებისას;
  • თირკმლის მილაკების დაზიანება;
  • დღენაკლულობა;
  • არაადეკვატური კვება.


შემდეგ: იონიზირებული კალციუმი

  • სიახლეები

  • 2012 წლის ბოლოსთვის ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში იგეგმება რენტგენოლოგიური განყოფილების გახსნა, რომელიც შეიცავს რენტგენდიაგნოსტიკას, ექოსკოპიას, მამოგრაფიას, კომპიუტერულ და მაგნიტურ ტომოგრაფიას.
  • 2012 წლის 1 იანვრიდან ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების ლაბორატორია.

სერვისი

  • კონტაქტი

  • მის: თბილისი, ლერმონტოვის 18, (0105)
  • ტელ: (+995) 32 260 44 00
  • ტელ: (+995) 32 260 44 11
  • ფაქსი: (+995) 32 260 44 11
  • ელ-ფოსტა: info@medikon.ge
  • ონლაინ ფორმა