სერვისი ლაბორატორია ბიოქიმიაბილირუბინი პირდაპირი (DBI)

ბილირუბინი პირდაპირი (DBI)

  • ტიპი: სერიული ანალიზი.
  • პასუხი: რამოდენიმე საათში.
  • ანალიზი სრულდება: Siemens
  • ფასი: 8 ლარი.

პირდაპირი ბილირუბინი არის შენაერთი თავისუფალი ბილირუბინისა გლუკურონის მჟავასთან - ბილირუბინის გლუკურონიდი. პირდაპირი ბილირუბინი სინთეზირდება ღვიძლში, შემდგომ მისი ნაწილი ნაღველთან ერთად ხვდება წვრილ ნაწლავში. ჰიპერბილირუბინემიისას პირდაპირი ბილირუბინი გროვდება ელასტიურ ქსოვილებში, თვალის კაკალში, მუკოზურ მემბრანებში და კანში. პირდაპირი ბილირუბინის მომატება აღინიშნება პარენქიმატოზური და ობტურაციული სიყვითლეებისას ნაღვლის გადინების დარღვევის გამო. პაციენტებს, პირდაპირი (შეკავშირებული) ბილირუბინის მომატებული დონით შრატში, აღენიშნებათ ბილირუბინურია. გამოკვლევას ატარებენ სიყვითლეების ფორმების დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით.

ბილირუბინის (DBI) შემცველობის ნორმა:

  • 3,4-17,1 ერთეული.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ (არანაკლებ 12 საათი ბოლო საკვების მიღებიდან).

პირდაპირი ბილირუბინის (DBI) დონის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს:

  • ღვიძლშიდა და ღვიძლგარე სანაღვლე გზების ობტურაცია;
  • ჰეპატოციტების დაზიანება;
  • ქოლესტაზი;
  • დაბინ-ჯონსონის სინდრომი;
  • როტორის სინდრომი.;


შემდეგ: რკინის შეკავშირების უნარი (TIBC) (IBCT)

  • სიახლეები

  • 2012 წლის ბოლოსთვის ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში იგეგმება რენტგენოლოგიური განყოფილების გახსნა, რომელიც შეიცავს რენტგენდიაგნოსტიკას, ექოსკოპიას, მამოგრაფიას, კომპიუტერულ და მაგნიტურ ტომოგრაფიას.
  • 2012 წლის 1 იანვრიდან ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების ლაბორატორია.

სერვისი

  • კონტაქტი

  • მის: თბილისი, ლერმონტოვის 18, (0105)
  • ტელ: (+995) 32 260 44 00
  • ტელ: (+995) 32 260 44 11
  • ფაქსი: (+995) 32 260 44 11
  • ელ-ფოსტა: info@medikon.ge
  • ონლაინ ფორმა