ფერიტინი

  • ტიპი: სერიული ანალიზი.
  • პასუხი: რამოდენიმე საათში.
  • ანალიზი სრულდება: Siemens
  • ფასი: 16 ლარი.

ფერიტინი არის ორგანიზმში დეპონირებული რკინის განსაკუთრებით გავრცელებული ფორმა. ფერიტინის თითოეული მოლეკულა შეიცავს 1000-დან 3000-მდე რკინის ატომს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ფერიტინისა განისაზღვრება ღვიძლის მაკროფაგებში, ელენთაში, ძვლის ტვინში, ერითროციტებსა და სისხლის შრატში. რკინის ნორმალური ბალანსისას ორგანიზმში მყარდება თავისებური წონასწორობა პლაზმაში ფერიტინის შემცველობასა და დეპოს შორის. სისხლში ფერიტინს დონე ასახავს დეპონირებული რკინის რაოდენობას.

ფერიტინის შემცველობის ნორმა:

  • ზრდასრული ქალი: 10-120 ერთეული.
  • ზრდასრული მამაკაცი: 20-250 ერთეული.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ. გამოკვლევის წინა დღეს უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი საკვები.

ფერიტინის დონის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ღვიძლის ზოგიერთი დაავადებები);
  • შიმშილი;
  • ანთებითი დაავადებები (ფილტვის ინფექციები, ოსტეომიელიტი, საშარდე გზების ქრონიკული ინფექციები);
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
  • მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ანემიები;
  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ლიმფოგრანულომატოზი;
  • რკინის დეფიციტი.


შემდეგ: ფოლიუმის მჟავა

  • სიახლეები

  • 2012 წლის ბოლოსთვის ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში იგეგმება რენტგენოლოგიური განყოფილების გახსნა, რომელიც შეიცავს რენტგენდიაგნოსტიკას, ექოსკოპიას, მამოგრაფიას, კომპიუტერულ და მაგნიტურ ტომოგრაფიას.
  • 2012 წლის 1 იანვრიდან ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების ლაბორატორია.

სერვისი

  • კონტაქტი

  • მის: თბილისი, ლერმონტოვის 18, (0105)
  • ტელ: (+995) 32 260 44 00
  • ტელ: (+995) 32 260 44 11
  • ფაქსი: (+995) 32 260 44 11
  • ელ-ფოსტა: info@medikon.ge
  • ონლაინ ფორმა