მაგნიუმი (MG)

  • ტიპი: სერიული ანალიზი.
  • პასუხი: რამოდენიმე საათში.
  • ანალიზი სრულდება: Siemens
  • ფასი: 10 ლარი.

ადამიანის ორგანიზმში მაგნიუმი არის მეოთხე ელემენტი რაოდენობის მიხედვით,ხოლო უჯრედში კალიუმის შემდეგ მეორე ელემენტი რაოდენობის მიხედვით. 60 % შედის ძვლოვან ქსოვილში, ხოლო დიდი ნაწილი მისი მარაგისა არის უჯრედებში. Mg არის კალციუმის ანტაგონისტი. რაც მეტია მეტაბოლური აქტივობა უჯრედისა, მით მეტია მასში Mg. იგი წარმოადგენს კოფაქტორს მთელ რიგ ფერმენტულ რეაქციებში, თამაშობს ფიზიოლოგიური ზრდის ფაქტორის როლს, ინარჩუნებს პურინული და პირიმიდინული ფუძეების მარაგს, აუცილებელია ცილის სინთეზის ყველა ეტაპზე.

მაგნიუმის (MG) შემცველობის ნორმა:

  • ზრდასრული: 0,65-1,05 ერთეული.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ. უნდა გამოირიცხოს ფიზიკური დატვირთვა და ალკოჰოლი, 5-6 დღით ადრე შეწყდეს იმ პრეპარატებისა და საკვები დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს.

მაგნიუმის (MG) დონის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს:

  • დეჰიდრატაცია;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა;
  • ადისონის დაავადება;
  • ჰიპოთირეოზი;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • ქსოვილთა ტრავმა;
  • მრავლობითი მიელომა;
  • მალაბსორბციის სინდრომი;
  • კვაშიორკორი;
  • დაბალკალორიული დიეტა ცილების არასაკმარისი შემცველობით;
  • მწვავე პანკრეატიტი;
  • მწვავე პანკრეატიტი;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • ქრონიკული გლომერულონეფრიტი;
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერკალციემია;
  • ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია;
  • ორსულობა II და III ტრიმესტრში;
  • იდიოპათიური ჰიპომაგნეზიემია.


შემდეგ: ნატრიუმი

  • სიახლეები

  • 2012 წლის ბოლოსთვის ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში იგეგმება რენტგენოლოგიური განყოფილების გახსნა, რომელიც შეიცავს რენტგენდიაგნოსტიკას, ექოსკოპიას, მამოგრაფიას, კომპიუტერულ და მაგნიტურ ტომოგრაფიას.
  • 2012 წლის 1 იანვრიდან ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების ლაბორატორია.

სერვისი

  • კონტაქტი

  • მის: თბილისი, ლერმონტოვის 18, (0105)
  • ტელ: (+995) 32 260 44 00
  • ტელ: (+995) 32 260 44 11
  • ფაქსი: (+995) 32 260 44 11
  • ელ-ფოსტა: info@medikon.ge
  • ონლაინ ფორმა