ქოლესტერინი (CHOL)

  • ტიპი: სერიული ანალიზი.
  • პასუხი: რამოდენიმე საათში.
  • ანალიზი სრულდება: Siemens
  • ფასი: 6 ლარი.

ქოლესტერინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის კომპონენტს, სტეროიდული ჰორმონების და ნაღვლის მჟავების წინამორბედს. ჰიპერქოლესტერინემიამ შეიძლება გამოიწვიოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლძარღვოვანი კედლის დაზიანება. ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე სისხლში წარმოადგენს ლიპიდური მეტაბოლიზმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მაჩვენებელს. ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება წარმოადგენს ათეროსკლეროზის რისკს. განსაზღვრის მეთოდი: ფერმენტატულ კოლორიმეტრიული.

ქოლესტერინის (CHOL) შემცველობის ნორმა:

  • ქალები: 1,92-4,51 ერთეული.
  • მამაკაცები: 2,25-4,82 ერთეული.

პაციენტის მომზადება: მასალის აღება ხორციელდება დილის საათებში უზმოდ (არაუგვინეს 12 საათისა საკვების მიღებიდან).

ქოლესტერინის (CHOL) დონის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს:

  • პირველადი ჰიპერლიპიდემია;
  • ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;
  • ოჯახური კომბინირებული ჰიპერლიპიდემია;
  • პოლიგენური ჰიპერლიპიდემია;
  • ოჯახური დისბეტალიპოპროტეინემია;
  • მეორადი ჰიპერლიპიდემიები: ღვიძლის დაავადებები (არაღვიძლისმიერი სიყვითლე);
  • გირკეს დაავადება (გლიკოგენის დაგროვების დაავადება);
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება;
  • ქრონიკული პანკრეატიტი;
  • უჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
  • სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტი;
  • გაცხიმოვნება;
  • ორსულობა;
  • ჰიპო და აბეტალიპოპროტეინემია;
  • ღვიძლის ციროზი დაავადების ბოლო სტადიაზე;
  • ღვიძლის მწვავე დისტროფია;
  • ინფექციები დაკავშირებული ღვიძლის დაავადებასთან;
  • შიმშილი;
  • სეფსისი;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;
  • მეგალობლასტური ანემია;
  • თალასემია;
  • ნაწლავის ლიმფანგიექტაზია.


შემდეგ: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (AHDL)

  • სიახლეები

  • 2012 წლის ბოლოსთვის ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში იგეგმება რენტგენოლოგიური განყოფილების გახსნა, რომელიც შეიცავს რენტგენდიაგნოსტიკას, ექოსკოპიას, მამოგრაფიას, კომპიუტერულ და მაგნიტურ ტომოგრაფიას.
  • 2012 წლის 1 იანვრიდან ჩვენს დიაგნოსტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების ლაბორატორია.

სერვისი

  • კონტაქტი

  • მის: თბილისი, ლერმონტოვის 18, (0105)
  • ტელ: (+995) 32 260 44 00
  • ტელ: (+995) 32 260 44 11
  • ფაქსი: (+995) 32 260 44 11
  • ელ-ფოსტა: info@medikon.ge
  • ონლაინ ფორმა